საზოგადოება
25.02.2026 16:06
მინი გალერეაში ხელოვნების უფასო სამთვიანი კურსები იწყება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეა ხელოვნების უფასო სამთვიან კურსებს იწყებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში ჩართვა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9-15 წლის ასაკის ბავშვებს, 16-20 წლის ახალგაზრდებს და დასაქმების მიღმა მყოფ ქალებს შეუძლიათ. მონაწილეები კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის მიმართულებით მიიღებენ ცოდნას. კურსის დასრულების შემდეგ კი სერტიფიკატები გადაეცემათ.

მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება ელექტრონულად გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ. განაცხადის გაკეთება 15 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.

პროექტში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტელეფონის ნომერზე: 574 11 29 13 უნდა დარეკონ.

კვირის ამბები