

საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე საქართველო მიმდინარე წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაშია წარდგენილი.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, ღია კენჭისყრით გამოვლინდებიან. საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე: globaltravelawards. co/ Voting. პროცესი 20 მარტს დასრულდება. დაჯილდოების ცერემონია კი 25 მარტს ლონდონში გაიმართება.
„Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი