სპორტი
23.02.2026 15:27
ფრენბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ეტაპს გორმა უმასპინძლა

ფრენბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი გორში ჩატარდა - გამარჯვებულები გორის მეშვიდე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გახდნენ.

სპორტულ აქტივობას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. შეჯიბრის დაწყებამდე გუნდებს, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მუნიციპალურ ეტაპებზე წარმატებით იასპარეზეს, სპორტული ფორმები გადაეცათ.

რეგიონულ ეტაპზე გორის გუნდებთან ერთად, ქარელის, კასპის და ხაშურის გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გოგონათა გუნდი შემდეგი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული: მარიამ აჯარი, ანასტასია მოწყობილი, მარიამ ნალიყაშვილი, ანასტასია ღვინიაშვილი, ანამარია განჯელაშვილი, მარიამ ოქროპირიძე, ნანა მარწყვიშვილი, ნინო ჯახველაძე, ანასტასია ნასყიდაშვილი, ნინო მურადაშვილი და ანანო ასკილაშვილი. ვაჟების გუნდში კი ლაშა ოსაძე, ზაურ ქიტიაშვილი, ზურაბ სომხიშვილი, გურამი რაზმაძე, გაბრიელ გადელია, ილია ვაჭრიძე და საბა წერეთელი ირიცხებოდნენ.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.

რეგიონული თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ბადმინტონში, ხელბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და 3x3 კალათბურთში ტარდება. ფრენბურთის გარდა, გორი შეჯიბრს გეზრბენშიც უმასპინძლებს. გამარჯვებულები ბრძოლას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები