კულტურა
23.02.2026 14:13
გორის თეატრმა ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა - გაეცანით აფიშას

გ. ერისთავის სახელობის თეატრმა ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, გორის თეატრის დასი მომდევნო დღეების განმავლობაში შემდეგ სპექტაკლებს ითამაშებს:

27 თებერვალს რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკას სპექტაკლში - „მთებმა დახუჭეს თვალები“ გააცოცხლებს.

28 თებერვალს თოჯინური სპექტაკლის - „იავნანამ რა ჰქმნა“ ჩვენებაა დაგეგმილი. რეჟისორების - ნიკოლოზ საბაშვილის და ლევან ხაზიურის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი, მზიკა ტურაშვილი და ამირან ქაჩიბაია მონაწილეობენ.

1-ელ და 8 მარტს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა, საბავშვო სპექტაკლის - „თოვლის დედოფალი“ ჩვენება ისევ ჩანიშნა. შეგახსენებთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც ნანა ჯავახიშვილია, გორის თეატრის სცენაზე საახალწლოდ დაიდგა.

7 მარტს კი მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სიტუაციურ კომედიას იხილავს.

ბილეთების დაჯავშნა-შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ, საიტზე: biletebi. ge

კვირის ამბები