
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თორნიკე ფხაკაძემ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელებთან და სასპორტო სკოლების მენეჯერებთან შეხვედრა გამართა.
როგორც ცნობილია, ფესტივალი მიმდინარე წელს საქართველოში პირველად ჩატარდება და ასპარეზობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, თავდაპირველად შესარჩევი შეჯიბრებები ჩატარდება, რომლის საფუძველზეც რეგიონული გუნდები დაკომპლექტდება. გამარჯვებულების გამოსავლენად ფინალური ეტაპი კი 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება. წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან.
გორში გამართულ შეხვედრაზე ოლიმპიური ფესტივალის გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის სავარჯიშო-სამწვრთნელი პირობების გაუმჯობესების საკითხებიც განიხილეს.