

გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.
დამსწრე საზოგადოებამ მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და გიდების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მუზეუმების თანამშრომლებს და გიდებს პროფესიული თარიღი მიულოცეს და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
ცნობისთვის, გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება. რაც შეეხება მიზანს, გიდების პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი