

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები, 2026 წელს, გაზრდილ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, შემწეობას მიიღებენ მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებსაც სტიქია საცხოვრებელ ფართს დაუზიანებს.
აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა წელიწადში ერთხელ, ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით, 6000-ის ნაცვლად 8000 ლარს მიიღებს.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.