ტურიზმი
19.02.2026 16:45
გიდების საერთაშორისო დღე საქართველოში 2010 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ხვალ, 20 თებერვალს, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (ლომჭაბუკის სკვერი) გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუზეუმების დირექტორებთან, ექსკურსიამძღოლებთან, დამოუკიდებელ გიდებთან და კერძო მუზეუმების დამფუძვნებელთან შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდება.

შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, გიდების საერთაშორისო დღე საქართველოში 2010 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. რაც შეეხება მიზანს, გიდების პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენს.

კვირის ამბები