

დავით აღმაშენებელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, გორში ისტორიის კვირეული მიმდინარეობს.
ღონისძიება გორის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით იმართება და შესარჩევ ტურს გორის მეშვიდე საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ისტორიის მიმართულებით საკუთარი ცოდნის და შესაძლებლობების გამოსავლენად, გორის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდათ, კვირეულის ფინალური ტური კი 21 თებერვალს გაიმართება.
„კვირეულის დასკვნით ტურზე შეირჩევა 15 ფინალისტი. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
განსაკუთრებული სიახლე კი ის არის, რომ ფინალისტი მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამოცდილება იქნება“, - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.