საზოგადოება
19.02.2026 11:39
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტო მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების ღონისძიებები გრძელდება.

სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორცილებეს.

სააგენტოს თანამშრომლები კორპუსების და საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებს, რეკრეაციული სივრცეებს ასუფთავებენ. იწმინდება სანიაღვრე არხებიც.

გარდა დასუფთავების ღონისძიებებისა, სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლება მიმდინარეობს. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და საგზაო ნიშნების მოწყობასთან ერთად, ავტობუსის მოსაცდელები და დასახლებული პუნქტების აღმნიშვნელი აბრები დამონტაჟდა.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობას სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

კვირის ამბები