საზოგადოება
18.02.2026 14:03
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების წესში ცვლილებები შეიტანა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების წესში ცვლილებები შეიტანა და რამდენიმე ახალი სოციალური პროგრამა დაამატა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2026 წელს დაბადებული ახალშობილების ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, მერია ჰიგიენური და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას (არაერთჯერადი)1000 ლარით მოახდენს.

პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა, ბავშვი რეგისტრირებული იყოს გორის მუნიციპალიტეტში, ოჯახის სარეიტინგო ქულა კი არაუმეტეს 57 000-ს შეადგენდეს.

„დახმარება, ასევე გაიცემა მე-5 და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში. ერთჯერადი დაფინანსება თითოეულ შვილზე 1000 ლარია. მაგალითად, მე-5 შვილის შეძენისას - 5000 ლარი, მე-6 შვილის შეძენისას - 6000 ლარი, მე-7 შვილის შეძენისას - 7000 ლარი და ა.შ. გაიცემა. მერიაში განცხადების შემოტანამდე ერთ-ერთი მშობელი და შვილები ბოლო 1 წლის განმავლობაში რეგისტრირებული უნდა იყვნენ გორის მუნიციპალიტეტში“, -აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები