

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლების 2024 წლამდე სწავლობდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ პროგრამებზე და სარგებლობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით, დახმარებას საბაკალავრო საფეხურის დასრულებამდე მიიღებენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს. რაც შეეხება ფინანსური შემწეობის ოდენობას, 5000 ლარია.
პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ გორის მერიაში.
საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.