

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, ვაკანსია სსიპ ბოშურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ლევიტანის დაწყებით სკოლაშია და გაკვეთილების ჩატარებას II, IV კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დაინტერესებულ პირებს გამოხმაურების ვადა 27 თებერვალს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, 3 მარტია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი