
მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიმართ დაფიქსირებულია სისტემური, განმეორებადი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ავცრელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებები გამოიხატება ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.
„გორის მაცნე“ უცვლელად გთავაზობთ ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
„ა(ა)იპ მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიმართ დაფიქსირებულია სისტემური, განმეორებადი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, რაც გამოიხატება ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.
აღნიშნული ქმედებები შეიცავს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ნიშნებს, მათ შორის საჯარო სივრცეში და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ მიწოდებული არაზუსტი და მცდარი ცნობების ფორმით.
1)რუსეთის ფედერაციაში ცხოველების გაყვანის შესახებ ბრალდებების სამართლებრივი შეფასება
2025 წლის ზაფხულში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში მოხდა ძაღლების მასობრივი გაყვანა რუსეთის ფედერაციაში, წარმოადგენს ფაქტობრივად დაუდასტურებელ და რეალობას მოკლებულ განცხადებას.
სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური პასუხების საფუძველზე დგინდება:
აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს ბრალდების ფაქტობრივ საფუძვლიანობას და მიუთითებს ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების ნიშნებზე.
2) ერთი პირისთვის რამდენიმე ცხოველის ჩუქების საკითხზე გავრცელებული შემდეგი დეზინფორმაცია.
საჩივარში მითითებული მტკიცება, თითქოს სააგენტოს ეკრძალება ერთ პირზე რამდენიმე ცხოველის ჩუქება, არ შეესაბამება სააგენტოს წესდებასა და მოქმედ სამართლებრივ რეგულაციას.
სააგენტოს დებულებაში არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს ერთ პირზე რამდენიმე ცხოველის გადაცემას.
შესაბამისად, აღნიშნული ბრალდება წარმოადგენს არასწორი სამართლებრივი შეფასების ან მიზანმიმართული მანიპულაციის შედეგს.
3)სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო
სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი წესდებისა და დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურების სრული დაცვით.
სააგენტოს მიერ ხორციელდება:
* მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაცია;
* სტერილიზაცია/კასტრაცია;
* გაჩუქების პროცედურები კანონით დადგენილი წესით;
* საქმიანობის საჯარო და გამჭვირვალე წარმართვა.
4)ჩიპირება და მონაცემთა რეგისტრაცია
2026 წლიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
* სააგენტოს მიერ გაჩუქებულ ცხოველებს უტარდებათ სავალდებულო ჩიპირება;
* ცხოველთა მონაცემები იტვირთება ერთიან ეროვნულ ელექტრონულ ბაზაში (NAITS);
* აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს ცხოველთა იდენტიფიკაციას, კონტროლსა და პასუხისმგებლობის განსაზღვრას.
5) პასუხისმგებლობის საკითხი ცხოველის გადაცემის შემდეგ
ცხოველის ჩუქებისას ფორმდება ოფიციალური ადმინისტრაციული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც:
ცხოველის სააგენტოდან გადაცემის შემდეგ პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მიმღებ პირს, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.
სააგენტო აფასებს მის წინააღმდეგ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს, როგორც რეპუტაციული ზიანის მიყენების, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლო ფაქტებს, რაც შეიძლება შეიცავდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს.
სააგენტო იტოვებს უფლებას, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმართოს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.
წარმოდგენილი გარემოებები არ ადასტურებს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს.
სააგენტო აგრძელებს საქმიანობას კანონის სრული დაცვით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით.
ა(ა)იპ მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ოფიციალურად აფიქსირებს, რომ ირმა მთიულიშვილის მხრიდან ბოლო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა სააგენტოს მიმართ ცრუ, გადაუმოწმებელი, დამახინჯებული და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე სხვადასხვა ადმინისტრაციულ და საგამოძიებო უწყებებთან მიმართვებში.
აღნიშნული ქმედებები შეიცავს ცილისწამების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ყალბი შეტყობინების ნიშნებს, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სააგენტო აფრთხილებს ქალბატონ ირმა მთიულიშვილს, რომ:
შეფასებული იქნება როგორც მიზანმიმართული სამართლებრივი დარღვევა, რაც გახდება საფუძველი სააგენტოს მხრიდან:
სააგენტო ოფიციალურად მოუწოდებს ქალბატონ ირმა მთიულიშვილს, რომ:
ან
1.წარმოადგინოს უტყუარი, გადამოწმებადი და სამართლებრივად სარწმუნო ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებებს;
ან
2.საჯაროდ უარყოს მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია და
3.საჯაროდ აიღოს პასუხისმგებლობა ბოდიშის მოხდაზე სააგენტოს პერსონალისა და საზოგადოების წინაშე, იმ ზიანისა და შეცდომაში შეყვანის გამო, რაც მისი განცხადებებით იქნა გამოწვეული.
სააგენტო არ დაუშვებს საკუთარი საქმიანობის, თანამშრომლებისა და საზოგადოებრივი ნდობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს საკუთარი უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად.
წინამდებარე წერილი წარმოადგენს ოფიციალურ სამართლებრივ გაფრთხილებას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდგომი სამართალწარმოების ფარგლებში, როგორც დადასტურება, რომ პირი წინასწარ იყო ინფორმირებული შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ.