საზოგადოება
13.02.2026 14:12
ზემო ნიქოზის სკოლაში ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება და ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 280-320 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 19 თებერვლის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 25 თებერვალია მითითებული.

კვირის ამბები