
ახალგაზრდობის სააგენტომ სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოაცხადა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება.
რაც შეეხება მონაწილეობას, საგრანტო პროექტის წარდგენის უფლება აქვთ უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფს მინიმუმ ხუთი წევრით.
„საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - grants - 2 @ youthagency. gov. ge.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 180 000 ლარია. ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი კი 15 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებს, ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება; მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება; ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელებაა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის ნახვა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.