საზოგადოება
11.02.2026 16:33
გორის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს წევრებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 53 სოფელში საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები უკვე ჩატარდა. ადგილობრივებმა განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

შეგახსენებთ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა თავად შეარჩევს და 2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივებთან შეხვედრები 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

კვირის ამბები