

პროგრამირების სასწავლო კურსის - Code-IT მეორე მოდულზე განაცხადების მიღება დაიწყო.
პროექტში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
კურსზე ჩასარიცხად მონაწილეებმა გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ბმული 22 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ. წარმატებული აპლიკანტები სპეციალური დავალების შესრულების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.
„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები 16 სალექციო კურსის განმავლობაში, JavaScript-ის პროგრამულ ენას შეისწავლიან. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ შემდეგი მოდულები. პროგრამა საქართველოს ბანკთან და ICT ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.