საზოგადოება
11.02.2026 13:08
გორის მერია ყოფილ მსჯავრდებულებს, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სრულწლოვან მოქალაქეებს და რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება

ადგილობრივი თვითმმართველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სრულწლოვან მოქალაქეებს და რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულები წელიწადში ერთხელ 300 ლარს მიიღებენ.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სრულწლოვან (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეებზე, წელიწადში ერთხელ 350 ლარი გაიცემა. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება (თანადაფინანსებით) კი, თითოეულ ბავშვზე თვეში 100 ლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა დახმარების მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები