

გორში, პაპიტაშვილის და პუშკინის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 450 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს ჩაუტარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 300 000 ლარს შეადგენს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი. წინადადებების მიღება 13 თებერვალს იწყება და 18 თებერვალს დასრულდება.
პაპიტაშვილისა და პუშკინის ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. 2026 წელს აღნიშნული ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი