საზოგადოება
11.02.2026 11:19
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენისთვის შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მზადება დაიწყო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამოფენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„ღონისძიებაში მონაწილეობას გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საწარმოები, ღვინის მარნები, მეთუნეები, მხატვრები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება რეგიონის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს გაეცნოს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებში ჩაერთოს.

გამოფენის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ტურისტული მიმართულებების ცნობადობის გაზრდაა“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები