

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის სხვადახვა ლოკაციაზე, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და საგზაო ნიშნების მოწყობასთან ერთად, სააგენტოს თანამშრომლები ავტობუსის მოსაცდელებს და დასახლებული პუნქტების აღმნიშვნელი აბრებს ამონტაჟებენ.
„ჩატარებული სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების ღონისძიებებიც აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით წესრიგდებაკორპუსების მიმდებარე ტერიტორიები, რეკრეაციული სივრცეები, ხიდები, სანიაღვრე და სარწყავი არხები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი