

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საბუთების მიღება 16 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
„იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 12:00-საათიდან 16:00-საათამდე იწარმოებს.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი