საზოგადოება
10.02.2026 12:11
საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი გაიზარდა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი - 14 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი დაფიქსირდა, რასაც თან ახლავს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაც. შედეგი კი განპირობებულია წარმოების ზრდით, შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო ხარისხი და უწყვეტი მიწოდება.

„ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები განიხილება, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

სახელმწიფოს და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება - ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და ახალი ბაზრების ათვისება ქმნის მყარ საფუძველს ქართული ვაშლის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 90%-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს.

კვირის ამბები