საზოგადოება
10.02.2026 12:03
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მისი მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რეგიონის გუნდების დაკომპლექტების, ასევე მასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება. ასპარეზობები სპორტის 17 სახეობაში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, თავდაპირველად შესარჩევი შეჯიბრებები ჩატარდება, რომლის საფუძველზეც რეგიონული გუნდები დაკომპლექტდება. ფინალურ ეტაპი კი 2 - 6 ივნისს ბათუმში გაიმართება და გამაჯვებულები დაჯილდოვდებიან.

ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატით იმართება.

კვირის ამბები