საზოგადოება
09.02.2026 13:18
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება - ადგილობრივებმა განსახორციელებელი პროექტები 33 დასახლებულ პუნქტში უკვე შეარჩიეს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს, 9 თებერვალს, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (სკრა, ბეთლემი, ქვემო რიეთი, კოშკები, პატარა და დიდი გორიჯვარი), ასევე თედოწმინდაში, არაშენდასა და ვარიანის მეურნეობაში მოსახლეობას შეხვდებიან და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს ადგილზე გაეცნობიან.

ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით გორის მუნიციპლიტეტის 112-დან 33 დასახლებულ პუნქტში უკვე შეარჩიეს.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ყველა სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

შეგახსენებთ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფაგლებში, 2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობასთან შეხვედრები 28 იანვარს დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

კვირის ამბები