

გორის საჭადრაკო სკოლას „სენსო რობოტი“ გადაეცა.
ინოვაციური სასწავლო მოწყობილობით სკოლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დაასაჩუქრა. რაც შეეხება ინიციატივის მიზანს, ახალგაზრდებში ჭადრაკისადმი ინტერესის გაზრდა, მოზარდებისთვის თამაშის თანამედროვე, ინოვაციური ფორმით პოპულარიზაცია და მოსწავლეების ანალიტიკური უნარების განვითარებაა.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან რამაზ შიოშვილთან ერთად საჭადრაკო სკოლაში იმყოფებოდა და ინოვაციური მოწყობილობის პრინციპებს ადგილზე გაეცნო.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.