საზოგადოება
09.02.2026 11:49
ატენში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო - საყრდენი კედელი აშენდება გორშიც

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობის პროცესი დაიწყო და ამ ეტაპზე საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმათველობაში აცხადებენ, გზის მონაკვეთი, რომლის მიმდებარედ 25 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი შენდება, ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებთან აკავშირებს.

„პროექტის ფარგლებში, ატენის გარდა, რკინა-ბეტონის 27-მეტრიანი საყრდენი კედელი მოეწყობა გორშიც, კერძოდ, აბრამიშვილის ჩიხში. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ღია, ეროზირებული ფერდი საფრთხეს უქმნის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს.

საყრდენი კედლების მოწყობის შემდეგ, ორივე ლოკაციაზე მნიშვნელოვნად შემცირდება მიწის ჩამოშლის რისკი, უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი სახლების დაცულობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები