

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ანდრო მარგიშვილი ზაგრების სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენი 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მარგიშვილი უნგრეთის წარმომადგენელს რიჩარდ ვეგს დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით, ანგარიშით 12:2 დასრულდა.
ანდრო მარგიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი