

პარიზის გრანდ სლემზე ორი გორელი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ტურნირზე ქვეყნის ღირსებას გორელ სპორტსმენთაგან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) დაიცავენ.
აღნიშნულ ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილს ოქროს მედალი ორჯერ - 2022 და 2023 წლებში აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, სპორტსმენი პარიზის გრანდ სლემის ვერცხლის (2018 წ.) და ბრინჯაოს (2019 წ.) პრიზიორიცაა.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ძიუდოისტი 2019 წელს ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2017, 2022 და 2025 წლებში კი ასპარეზობა მესამე ადგილით და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, პარიზის გრანდ სლემი 7-8 თებერვალს ჩატარდება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით იასპარეზებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი