

2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში 12 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა.
ერთ-ერთი პროექტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორიჯვარში გზის 1 200 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 721 718 ლარია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.