
კროკობეთი გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ გენერალური სპონსორი გახდა.
სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში, კროკობეთი მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ „გორთან“ ერთად დასახული მიზნების განხორციელებას.
„საფეხბურთო კლუბ „გორს“ პირველად ეყოლება გენერალური სპონსორი. ლიგა 2-შიც თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ, რომ უმაღლეს მიზანს მივაღწიოთ და ვფიქრობთ,თანამშრომლობა წარმატების განხორციელებაში შეგვწყობს ხელს“, - აღნიშნა საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორმა ლევან ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, გორის „გორი“ ლიგა 2-ში იასპარეზებს და პირველი ტურის შეხვედრას მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 1-ელ მარტს ჩატარდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.