

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტი 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, განახლებული წყალმომარაგების სისტემით 860 ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 1 705 957 ლარია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.