საზოგადოება
05.02.2026 11:25
გორის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურებას დაუფინანსებს

გორის მერია, მიმდინარე წლის განმავლობაში, სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს დაუფინანსებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას შემდეგი პირები შეძლებენ: იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები; ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები; დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალქეები; არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები; კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) დაავადების მქონეები; ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები.

რაც შეეხება განკუთვნილ თანხას, წლის ლიმიტი 500 ლარია.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რისთვისაც წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge

კვირის ამბები