

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით დასუფთავების აქციებს მართავენ. წესრიგდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები, რეკრეაციული სივრცეები, ხიდები, სანიაღვრე და სარწყავი არხები. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა კვერნაქის სასაფლაომდე მისასვლელი გზაც.
„სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოების გარდა, კეთილმოწყობის სააგენტო მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების რეგულირების მიზნით სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში თანამშრომლები საგზაო ნიშნებს და მონიშვნებს, ასევე ბოძკინტებს აახლებენ და ამონტაჟებენ. გარდა ამისა, სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც ეწყობა“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.