საზოგადოება
03.02.2026 13:44
გორის №12 საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის №12 საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VIII - IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 1152 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2 აპრილს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 6 აპრილია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge).

კვირის ამბები