სპორტი
03.02.2026 13:25
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს. სპორტსმენების ანგარიშზე ერთი - ოქროს და ორი ვერცხლის მედალია.

შეჯიბრის გამარჯვებული დავით ჩოჩიშვილი (32 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალს კი ალეკო ტლაშაძე (41 კგ.) და ლექსო გიგაური (44 კგ.) დაეუფლნენ.

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან ორი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. რაც შეეხება ალეკო ტლაშაძეს, მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია, პარალელურად, სხირელის სკოლაშიც ვარჯიშობს.

კვირის ამბები