

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვალს დასრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 1 000 000 ლარია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პროექტის განხორციელების შემდეგ სასმელი წყლით 950-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროექტი 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.