

გორში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადა. შესყიდვის ფარგლებში წინადადებების მიღება კი 6-დან 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო ღირებულება 628 140 ლარია.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტი 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება და ახალი რეკრეაციული სივრცით გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრები 2000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.