სპორტი
02.02.2026 12:28
არსენ დვალიშვილმა სამბოში გამართულ საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გორელი არსენ დვალიშვილი (53 კგ.) სამბოში საქართველოს პირველობის ვერცხლის პრიზიორია.

სპორტსმენი ჭაბუკთა შორის ასპარეზობდა.

არსენ დვალიშვილი გურამ პაპიტაშვილის გორის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი).

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები გადაეცათ.

საქართველოს პირველობას კასპის საჭიდაო დარბაზმა უმასპინძლა. შეჯიბრის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის კანდიდატების შერჩევა წარმოადგენდა.

კვირის ამბები