

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 თებერვალს დაიწყება 18 თებერვალს დასრულდება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 415 970 ლარია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პროექტის განხორციელების შემდეგ სასმელი წყლით 450-მდე ოჯახი ისარგებლებს.
პროექტი 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი