

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში ხელოვნების უფასო კურსები დასრულდა.
პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მოეწყო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
პროგრამაში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9-17 წლამდე ასაკის მოზარდები და დასაქმების მიღმა მყოფი ქალები იყვნენ ჩართულნი. მონაწილეები სამი თვის განმავლობაში კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის ტექნიკებს დაეუფლნენ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ახალი ინიციატივა - „მშობლის და შვილის კლუბი“ განხორციელდა, რომელშიც 4-დან 10 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.