საზოგადოება
30.01.2026 16:16
გორის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს და სქოლიოზით დაავადებულებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს

გორის მუნიციპალიტეტის მერია, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების და სქოლიოზით დაავადებულ პირების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას აგრძელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.

II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების (ასაკი: 0-დან 18-წლის ჩათვლით; სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება კი შემდეგს ითვალისწინებს - საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი აუზზე (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; ლიმიტი 300 ლარი) და რეაბილიტაცია (ლიმიტი 500 ლარი).

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი შემწეობის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

კვირის ამბები