

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თერგვისსა და ტირძნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და წინადადებების მიღება 13 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვალს დასრულდება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 926 135 ლარია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით თერგვისსა და ტირძნისში მცხოვრები 1000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
აღნიშნული პროექტი 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი