

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. აღნიშნული პროექტი 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. რაც შეეხება საპროექტო მონაკვეთის სიგრძეს, 2 400 მეტრია.
სატენდერო წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 009 578 ლარია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.