

1-ელი თებერვლიდან მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა განაცხადის და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენა სავალდებულო ხდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, განაცხადების მიღება ელექტრონული პლატფორმის - MS. GOV. GE-ის საშუალებით მოხდება და ახალი სისტემა მომსახურების გამარტივებას, დროის და რესურსების დაზოგვას, ასევე ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება კონკრეტულ სერვისებს, დისტანციურად განხორციელდება: სამშენებლო ნებართვები და შეტყობინებები, ქალაქმშენებლობითი პროექტები, მიწის ნაკვეთების გაყოფა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.
ცნობისთვის, ინიციატივა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე (2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება) ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.