
სახელმწიფო პროგრამაში - „დანერგე მომავალი“ (ბაღების კომპონენტში) მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.
პროგრამის ახალი რედაქციით, პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 80%.
რაც შეეხება წვეთოვან სარწყავ სისტემას, პროგრამის პირობების შესაბამისად, ნახევარ ჰექტარზე თანადაფინანსება ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 60%-ით (არაუმეტეს 1 500 ლარით).
„პროგრამაში მონაწილეობა ერთ პირს რამდენჯერმე შეუძლია, მაგრამ მიღებული დაფინანსება, ჯამში, 500 000 ლარს, ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
პროგრამის ფარგლებში, ასევე, შესაძლებელია დაფინანსდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გაშენება მინიმუმ 0.5 ჰექტარზე და მაქსიმუმ 50 ჰექტარზე.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.