

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.
დამსაქმებლის მოთხოვნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; იცოდეს ქცევის მართვის სტრატეგიები (სასურველია პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების ქონა); ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი; იცოდეს ეროვნული სასწავლო გეგმა და კომპიუტერული საოფისე პროგრამები.
უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგად მუშაობის და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს.
გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ხელფასი 385 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე 31 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.