საზოგადოება
28.01.2026 13:02
მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

მათი ცნობით, მსურველებს რეგისტრაცია students. emis. ge-ზე შეუძლიათ და პროცესი 11 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სარგებლობა სურთ, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი 2026 წლის 6 თებერვლამდე გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მობილობის შედეგები 16 თებერვალს გამოქვეყნდება.

კვირის ამბები