

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტზე თამაზ ბესტაევი დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ახლადდანიშნული მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
როგორც რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, თამაზ ბესტაევი კურატორობას გაუწევს სოციალურ მიმართულებას. მის პასუხისმგებლობებში შედის შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაციაც.
ცნობისთვის, თამაზ ბესტაევი 2022 წლიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.